logo
ENG


ბურჯანაძე ვოლსკიზე: მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი
  • 2941ნახვები

გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა. არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ არავის მოგიწოდებთ.

ანუ რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, 4 თვე რომ ციხეში იჯდა, სპეციალურად მიიყვანეს მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან? კარგით რა.

ასე გამოეხმაურა ფორმულას გადაცემა კომენტარში პარტია ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "მელაშვილს განზრახ დაატარებენ, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს". უცნობი პირი მელაშვილს თავს გუშინ, პირველ თებერვალს დაესხა.



ასევე ნახეთ
close დახურვა