წინა მოწვევის პარლამენტს არ მიუღია ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი არც ერთი კანონპროექტი. ხომ არ დავაწესოთ ასეთი კვოტა - 100 კანონს თუ მიიღებს უმრავლესობა, მაშინ 5 კანონი მაინც იყოს ოპოზიციის მხარეზე, ამის კურატორი იყოს პარლამენტის თავმჯდომარე
ამ წინადადებით "ევროპელი სოციალისტების" ერთერთმა დამფუძნებელმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.