logo
ENG


გამყრელიძე: ხალხი ბრაზდება, მაგრამ კიდევ 1 წელი ან ცოტა მეტი, პირბადის ტარება დაგვჭირდება
  • 1877ნახვები

უნდა ვიყოთ ფრთხილად, ყველამ ვატაროთ პირბადე. ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება. მესმის, გარკვეული უხერხულობა არის, მაგრამ ვიდრე მოსახლეობის 70% არ აიცრება, ვიდრე არ დამტკიცდება რომელიმე ძალიან ეფექტური წამალი, პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია და სხვა აუცილებელი იქნება. რამდენადაც ნაწყენი არ უნდა დარჩეთ ჩემზე, ამას უნდა შევეგუოთ. მე მოვალე ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა. მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87%-ის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30%, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარი ეპიდვითარებასთან დაკავშირებით "პირველმა არხმა" გაავრცელა.



ასევე ნახეთ
close დახურვა