logo
ENG


ოცნების დეპუტატი მელიაზე: ასეთი განცხადებები (გირაოს არგადახდაზე) ბევრი გვინახავს
  • 865ნახვები

მთავარი აქ არის ის, რომ ნიკა მელია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არ ემორჩილება კანონმდებლობას. მას იცავს დეპუტატის იმუნიტეტი. თუმცა დეპუტატის იმუნიტეტს ამოფარებული არ უნდა იყოს მოქალაქე. კანონის წინაშე ყველა თანაბარია. მით უმეტეს, რომ თუ მას უნდა ქვეყნის მმართველობაში მოვიდეს, პირველ რიგში, მას უნდა ჰქონდეს ეს გათავისებული. თუ კი არ გადაიხდის გირაოს, ამას მოყვება, ალბათ, შესაბამისი რეაგირება. თუმცა დავიცადოთ, ასეთი განცხადებები ბევრი მოგვისმენია, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მაინც კანონის ჩარჩოში გადაწყვეტილა

ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე "რუსთავი 2-ის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებს, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, გირაოს თანხას არ გადაიხდის.



ასევე ნახეთ
close დახურვა