logo
ENG


გახელაძის დედა: ბავშვები აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა
ნანა ბუნტური
05 თებ, 2021 16:58
გახელაძის დედა: ბავშვები აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა
  • 951ნახვები

12,5 წელი, უდანაშაულო შვილი, უკვე 7 თვე ხდება ისედაც, იქ ზის. კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა, თავის გაფორმებული იარაღით არავინ დაუჭრია, არავინ მოუკლავს, რას ედავებიან, არ ვიცი. [...]

გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ, რათა ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსაო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მალე იქნება ეს დრო. ჩვენთვის უკვე 7 თვე ხდება და კიდე რამდენი მალეა, არ ვიცი. მამამისს წამლებით ვასულიერებთ და უკვე ბავშვები აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა, ბებო. ამათთვის არც ახალი წელი იყო, არც დაბადების დღე, არც გაზაფხული, არც ზაფხული მოვა. არ ვიცი, ჩვენთვის რა იქნება. 

 

ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, მას შემდეგ, რაც მის შვილს ოკუპირებულ ცხინვალში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა