logo
ENG


მდინარაძე: გახარიას შემცვლელზე საუბარი მოგონილი ამბავია
  • 617ნახვები

ჩვენ წინა დღეების განმავლობაში ვნახეთ უდიდესი სპეკულაციები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჭორაობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რადგან გახარია არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ სხდომას, ეს იყო ერთადერთ არგუმენტად მოტანილი შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, იმ ტელევიზიის და კონკრეტული რადიკალური პარტიების სამწუხაროდ, ჩვენთან არანაირი დაპირისპირება არ არის. დღესაც არ იყო გიორგი გახარია პოლიტსაბჭოს სხდომაზე და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა. ჩვენ სხვა თემებზე გვქონდა საუბარი. გახარიას შემცვლელზე საუბარი არის თქვენს მიერ მოგონილი ამბავი, რომლითაც საზოგადოებას ატყუებთ. პირდაპირი და ძალიან ბინძური სპეკულაცია მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ქართული ოცნების გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და არანაირი დაპირისპირება არ არის.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ფორმულამ მმართველ გუნდში კლანური დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გაავრცელა. კერძოდ, ის რომ გიორგი გახარიას გავლენები გუნდში შესუსტდა და მის ჩანაცვლებაც კი განიხილება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა