logo
ENG


ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ პრაქტიკულად უკვე შევცვალეთ ორპოლუსიანობა
  • 1125ნახვები

არჩევნების შემდგომ იზრდება ლელოს წარმომადგენლების რაოდენობა, უამრავი ადამიანი გვიერთდება. არის შემთხვევებიც, როცა ჩვენი წევრები ტოვებენ პარტიას, მაგალითად ლევან კობერიძე, რომელსაც აქვს თავისი ხედვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩვენს გზაზე ვდგავართ მყარად, რომ ლელო საქართველოსთვის შეიქმნა სწორედ ახალი მიზიდულობის ცენტრის, ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად და ვფიქრობთ, ამ გზაზე წარმატებით მივდივართ. ძალიან მოკლე ხანში ლელო საქართველოსთვის გახდა ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა დღევანდელ პოლიტიკურ ველზე და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ პრაქტიკულად უკვე შევცვალეთ ეს ორპოლუსიანობა.

ასე უპასუხა ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა კომენტარში ლევან კობერიძის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. კობერიძემ პარტიის დატოვების შესახებ გუშინ, 8 თებერვალს განაცხადა და თქვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი პოლიტიკურ ველზე არსებული ორპოლუსიანობის დასრულებასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები იყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა