logo
ENG


ზალკალიანი: გახარია თანამდებობას არ ტოვებს, ის ღირსეული სახელმწიფო მოღვაწეა
  • 563ნახვები

არავინ არანაირ პოსტს ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას ის არის მართლაც ძალიან სერიოზული, ღირსეული სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. გუნდი ისე ერთიანია, როგორც არასდროს

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გიორგი გახარიას თანამდებობიდან შესაძლო წასვლის თემის კომენტირებისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა