logo
ENG


კალაძე მელიაზე: გირაოს გადახდა მოხდება, შეიძლება, არა მისი, მაგრამ მეგობრების მხრიდან
კახა კალაძე
11 თებ, 2021 17:44
კალაძე მელიაზე: გირაოს გადახდა მოხდება, შეიძლება, არა მისი, მაგრამ მეგობრების მხრიდან
  • 452ნახვები

მას მოუწევს გირაოს გადახდა. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში რომ ის არ გადაიხდის, თუმცა ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება პირდაპირ არა მისი მხრიდან მაგრამ მისი მეგობრების მხრიდან... თავის თავზეა დამოკიდებული, იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. ჩვენ არავის დაჭერა არ გვიხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს, თან ასეთი მძიმე... გვახსოვს ჩვენ 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა პარლამენტში შეჭრას, თუმცა შემდეგ გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. ცნობისთვის, 5 თებერვალს, მელიამ თქვა, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, გირაოს თანხას არ გადაიხდის.



ასევე ნახეთ
close დახურვა