ახლა, ბატონი ნიკა, მგონი, მთელს მოსახლეობას გვთავაზობს, რომ ანარქიის რეჟიმში გადავიდეთ, ეს არასწორია. როდესაც კანონმდებლობით გევალება გირაოს გადახდა, უნდა გადაიხადო. ერთერთ ძველ ქართულ ფილმში არის, იპოლიტე ხვიჩია რომ იღწვის ციხეში მოხვდეს, დაახლოებით იმ სიუჟეტს გავს ბატონი ნიკა მელიას ქმედება. მას ძალიან უნდა, საპატიმროში მოხვდეს და გაუგებარია, რატომ
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ენმ-ის თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.