logo
ENG


მეუფე პეტრე ილია მეორეზე: ის თავად არის უძღები შვილი, რომელსაც ელოდება ქრისტე ღმერთი
მეუფე პეტრე
15 თებ, 2021 14:31
მეუფე პეტრე ილია მეორეზე: ის თავად არის უძღები შვილი, რომელსაც ელოდება ქრისტე ღმერთი
  • 481ნახვები

თუ უნდა დავიჯეროთ რომ ჩვენს პატრიარქს დღევანდელი დღესასწაულის მადლი შეეხო და ის გულწრფელად საუბრობს, მაშინ არ უნდა დავიწყნოდა დეკანოზი მამალაძე, რომელსაც 4 წელია აწამებს ციხეში და სასიკვდილოდ გაიმეტა. გულმოწყალე პატრიარქი ჯერ საპყრობილიდან გამოიყვანს მის პირად პატიმარს და შემდეგ იფიქრებს თუ როგორ შეიძლება უძღები შვილის იგავის მამის მანტია მოისხას. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეს განცხადება მიმართულია არა სახარებისეული სწავლების თანახმად, არამედ მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპისა და ე.წ. საშიშროება არსებობს რომ ეს კერპი დაინგრეს. ამიტომ ამ საზოგადოების მისამართითაა გაკეთებული განცხადება და არა იმისათვის, რომ ის მოწყალე მამაა. ყველაფერი რამაც განაპირობა მეუფე პეტრეს ხმის ამაღლება და საჯაროდ მხილება, ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში. დღეს ვინც ემსახურება უწმინდურობას და უსამართლობას, ვინც უსამართლოდ და უკანონოდ სჯის ადამიანებს, არანაირი უფლება არ აქვს იყოს სახარებისეული მამა. ის თავად არის უძღები შვილი, რომელსაც ელოდება ქრისტე ღმერთი, ასევე სინანულით, ჩემთან ერთად

ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქის ილია II-ის ქადაგების საპასუხოდ განაცხადა. პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა: "ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს  ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება".



ასევე ნახეთ
close დახურვა