ბაბუა რა თქმა უნდა მოძალადე იყო. დარწმუნებული ვარ ამაში. მე თვითონ იქ 14 წელი რძალი ვიყავი და მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ძალიან გამიხარდა [მისი დაჭერა]. ის [შვილი] რომ ცოცხალი ყოფილიყო და მაშინ დაეკავებინათ, უფრო კარგი იქნებოდა, ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა. ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუა მასზე ძალადობდა. ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა ხოლმე - ეს ყველაფერი ჩემი შვილის გადმოცემით ვიცი.
განაცხადა გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედამ მერი რომანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. შეგახსენებთ, რომ ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მისი ბაბუა დააკავეს.