logo
ENG


ბოკუჩავა: არ ვაპირებთ, ნიკა მელია უბრძოლველად გავატანოთ და გავრილოვის პატიმრად ვაქციოთ
  • 437ნახვები

არ დაგაჭერინებთ და არ გაგატანთ - ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრისას, პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ლიდერი საკუთარი სიტყვის დროს ამას იმეორებდა. შინაარსიც ეს არის, რომ არავინ აპირებს, ხარკი გადაუხადოს გავრილოვს ადამიანის თავისუფლების სახით. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ ვინმე იყო დასაკავებელი გავრილოვის ღამის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით, ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს უმაღლეს თანამდებობებს იკავებდნენ. ბურთი ახლა ქართული ოცნების მოედანზეა, ჩვენ ვამბობთ უბრალოდ იმას, რომ არ ვაპირებთ, ნიკა მელია უბრძოლველად, უსიტყვოდ, საკუთარი ნებით გავატანოთ და გავრილოვის პატიმრად ვაქციოთ.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ გადაცემა კომენტარში განაცხადა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის, გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხვალ, 16 თებერვალს საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა