logo
ENG


ბოლქვაძე მელიაზე: პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში, ხომ ხვდებით
  • 796ნახვები

პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვემხრობი კანონის უზენაესობას. პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში, ხომ ხვდებით.

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ მთავარი არხის კითხვას - "რა იქნება მისი პირადი გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან დაკავშირებით". პროკურატურა ნიკა მელიასთვის, გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხვალ, 16 თებერვალს საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა