logo
ENG


ელისაშვილი წულუკიანზე: ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, ივანიშვილზე მეტად
  • 967ნახვები

ყველაზე მეტად მეიმედებოდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ბიძინა ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა ერთი ქალი, ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა. იმ არხებზე, სადაც ვმუშაობდი ხოლმე, მაესტროზე და კავკასიაზე, ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე პირდაპირ ეთერში ისე მეიმედებოდა. იმ ადამიანს ქართულმა ოცნებამ სწორედ იუსტიციის სამინისტრო ჩააბარა, ლათინურიდან  თუ ვთარგმნით სამართლიანობის სამინისტრო. ყველაზე დიდხანს მინისტრად მან გაძლო და რა მივიღეთ? პოლიტიკური მართლმსაჯულება კი არა, სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო პროკურატურა, სამარცხვინო სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ.

ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა