logo
ENG


იონათამიშვილი მელიაზე: თან არ სურს მანდატი, თან იმუნიტეტს ებღაუჭება, ეს არის ფარისევლობა
  • 865ნახვები

დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ პარლამენტში მისვლას, მაგრამ, ცხადია, ჩემი ხმა უპირობოდ არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მხარეს! მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ ავანტიურაზე, რასაც ახლა ეფარება ხელმოცარული ნაციონალური მოძრაობა, მკაცრი პასუხი უნდა გვქონდეს ყველას. მათ არ აქვთ უნარი პოლიტიკური დღის წერიგის შექმნის, ამიტომ ცდილობენ კრიმინალის წახალისებასა და პროვოკაციებით ფონს გასვლას. რაც ვერ გაბედა ოკუპანტმა 2008 წელს - ახლა მოაქვთ მავთულხლართები თბილისის ცენტრში და ჰარმონიზაციაში არიან გავრილოვთან.
მელიას თან არ სურს დეპუტატის მანდატი, თან იმუნიტეტს ებღაუჭება. სწორედ ეს არის ფარისევლობა, რასაც შესაბამისად შეაფასებს ქართული საზოგადოება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა Facebook-ზე დაწერა. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. საკითხს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.



ასევე ნახეთ
close დახურვა