logo
ENG


სუბარი გახარიაზე: შეეძლო ნდობა ქვეყნისთვის გამოეყენებინა და ერთ წამში წყალს გაატანა
სოზარ სუბარი
20 თებ, 2021 21:01
სუბარი გახარიაზე: შეეძლო ნდობა ქვეყნისთვის გამოეყენებინა და ერთ წამში წყალს გაატანა
  • 2582ნახვები

ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც, ჩემი აზრით. არ ვიცი, ამას სახელს ვერ ვარქმევ. ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან არ შეიძლება. არ უნდა მოიქცეს ადამიანი ასე.

რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს, როგორც მაჟორიტარის, საარჩევნო კამპანიაზე.

უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა ეს მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება

როცა ადამიანი დგამს არასწორ ნაბიჯს, ის, საბოლოოდ, აისახება მის მიმართ ნდობაზე. 

უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი გიორგი გახარიას ნაბიჯს და მის მემკვიდრეობას აფასებს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა