logo
ENG


კორტნი: პრემიერად ღარიბაშვილის მობრუნება მიანიშნებს, რომ ივანიშვილი მოვლენებს აკონტროლებს
  • 2060ნახვები

საქართველოში მოვლენების განვითარებით დასავლეთი ძირითადად იმედგაცრუებულია. ეს კრიზისი დიდი ხნით ადრე დაწყო. 2013 წელს, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად წარადგინეს, ჩანდა, რომ მისი ერთადერთი კვალიფიკაცია ბიძინა ივანიშვილის თანაშემწეობა იყო. პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის თავიდან გამოჩენა მიანიშნებს, რომ ივანიშვილი მოვლენებს პირდაპირ აკონტროლებს. ევროკავშირის და შეერთებული შტატების მისიები ფასილიტაციას ცდილობენ, თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან მუშაობა არ შეუძლიათ. შესაძლოა, მოვიდა დრო, ქართველებმა გამორჩეული პირების მონაწილეობით შექმნან დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეაფასებს და რეკომენდაციებს მისცემს საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლარიზება და გამოუვალი სიტუაცია გაგრძელდება

განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩი, უილიამ კორტნიმ ფორმულასთან საუბარში. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა