logo
ENG


ღარიბაშვილი მელიას საქმეზე: რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა ინდულგენცია არ იქნება
  • 403ნახვები

ჩვენ საქმე გვქონდა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობასთან, შტურმის ორგანიზებით პარლამენტის აღების მცდელობასთან. როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ვსაუბრობდით, ვეკითხებოდით - როგორ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო თუ ანალოგიური შტურმი განხორციელდებოდა, მაგალითად, ბრიუსელში, პარიზში, გერმანიაში, აშშ-ში. ვნახეთ კიდევაც, რომ კაპიტოლიუმზე მოხდა შტურმის მცდელობა, რაც დასრულდა იმით, რომ 150 ადამიანი დააკავეს და ადგილზე მოხდა 4 ადამიანის ლიკვიდირება. ნიკა მელიას საქმეზე, რომ ვსაუბრობთ ამ განმარტებას ვაკეთებთ ჩვენი მეგობრებისთვის, რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ - ინდულგენცია არ იქნება, რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა და ისინი ალიბს ვერ შეიქმნიან და მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევენ. სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება კანონი, არ იქნება მშვიდობა

ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა