logo
ENG


იან კელი: ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში
იან კელი
23 თებ, 2021 06:05
იან კელი: ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში
  • 745ნახვები

ორივე მხარემ უნდა შეაფასოს პრიორიტეტები. პრიორიტეტი მრავალპარტიული პარლამენტის ქონაა. არ შეიძლება გარიყო ქვეყანაში ამომრჩევლის, დაახლოებით, 45 პროცენტი და გქონდეს პარლამენტი, სადაც ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არ არის. ყველამ ამაზე უნდა გააკეთოს ფოკუსი. არავინ უნდა გააკეთოს არაფერი ისეთი, რაც დააყოვნებს ან დააზიანებს ამ დიალოგს. ვფიქრობ, მნიშნველოვანია ამერიკამ, ევროკავშირმა და დასავლეთმა ზოგადად, დადებითი როლი ვითამაშოთ დაძაბულობის შემცირების მცდელობაში, მოვუწოდოთ მხარეებს მოლაპარაკებისკენ წინაპირობების გარეშე. ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა გამოინახოს. სტატუს კვო, ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნისთვის, რომელიც დასავლური ქვეყნების თანამეგობრობის წევრობა სურს

ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა