logo
ENG


ნიკა მელია: უსამართლო ძალმომრეობა სრულდება აქ და ახლა!
ნიკა მელია
23 თებ, 2021 08:20
ნიკა მელია: უსამართლო ძალმომრეობა სრულდება აქ და ახლა!
  • 299ნახვები

მე რომ მზად არ ვყოფილიყავი მოვლენების ასე განვითარებისთვის და ამ ძალმომრეობას რომ შევეშინებინე, დიდი ხანი მექნებოდა თავი დახრილი უსამართლობისთვის და მუხლიც მოდრეკილი. მაგრამ, როგორც ხედავთ, მართლაც როგორც არასოდეს, ვარ ძლიერად, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში და მჯერა, ამ კადრებს როდესაც ნახავენ ჩვენი შვილები, მათ შორის ჩემი შვილი, როდესაც გაიზრდება, იამაყებს საკუთარი მამით, მამის მეგობრებით და ეს ასეც იქნება. გავრილოვი, ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, რამიშვილი, მურუსიძეები და ჩინჩალაძეები ვერ გაგვასამართლებენ. არ სამართლდება არც თავისუფლება და არც ღირსება. უსამართლო ძალმომრეობა სრულდება აქ და ახლა!

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. პარტიის ოფისში მელიას დაკავების მიზნით პოლიცია და სპეცრაზმია შესული.



ასევე ნახეთ
close დახურვა