logo
ENG


ევროკომისიის სპიკერი: მელიას დაკავებამ ესკალაცია გაამწვავა, მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ
პიტერ სტანო
23 თებ, 2021 17:04
ევროკომისიის სპიკერი: მელიას დაკავებამ ესკალაცია გაამწვავა, მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ
  • 367ნახვები

ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ნიკა მელიას დაკავებამ ესკალაცია უფრო გაამწვავა და როგორც ჩანს პოლიტიკური კრიზისიც უფრო ღრმავდება. ამ კონტექსტში ევროკავშირი იმეორებს თავის მოწოდებას და დაჟინებით მოითხოვს ყველა მხარის გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და პასუხისმგებლობა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად.

პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, მაგრამ ამავე დროს პანდემიის შედეგებთან გამკლავების წინაპირობაა. ასევე, საციცოხლო მნიშვნელობა აქვს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად.

ევროკომისიის საგარეო უწყების პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი ნიკა მელიას დაკავების გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა