ქართულ ოცნებას უნდა, ერთი პარტიის მიმართ ზიზღს გადააყოლოს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ კავშირსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. რომ ერთ პარტიას დაუმტკიცოს თავისი სიძლიერე.
აქ იმაზე კი არ არის, პოლიტიკური პარტია მოგწონს თუ არ მოგწონს, ქვეყანაზეა ლაპარაკი. მგონია, ჩვენს მოქალაქეებს ყველაფერი ძალიან მობეზრდათ.
არც ერთ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს არ იჭერენ და ციხეში არ უშვებენ. ეს არის 2X2. ამიტომ, პასუხისმგებლობა არის ქართულ ოცნებაზე, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელსაც ბევრი სვლა ჰქონდა აქამდე, რომ ეს პროცესი ამ მდგომარეობამდე არ მიყვანა. ახლა გამოსავალი მხოლოდ ერთია, დაიწყონ მოლაპარაკება.
თქვა მოქალაქეების წევრმა, ლევან იოსელიანმა ნიკა მელიას დაკავების შესახებ.