logo
ENG


ხელაშვილი საერთაშორისო გზავნილებზე: არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა
  • 1197ნახვები

როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო გზავნილებზე, არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს, იმის ამოღება. როდესაც არის რაღაც პოზიცია დასავლეთის, მოდით, რომ ეს დასავლეთის პოზიცია იყოს ერთიანი. როდესაც დასავლეთი მოუწოდებს ოპოზიციას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, შემოვიდეს პარლამენტში, იყოს კონსტრუქციული, შეწყვიტოს პროვოკაციები, მოდით, თუ ვლაპარაკობთ მთავრობის კრიტიკაზე და გვინდა, რომ ეს კრიტიკა გაიზიაროს მთავრობამ, მაშინ ოპოზიციამაც, თავის მხრივ, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. არ შეიძლება, მე ეს მაწყობს, ამაზე ვლაპარაკობ და ეს არის კარგი და მეორე წუთში, ყური მოუუყრუო, ერთ შემთხვევაში ვაქო და ვადიდო საელჩო ან სახელმწიფო დეპარტამენტი და მეორე შემთხვევაში, გამოვაცხადო რუსეთის აგენტად, ეს წარმოუდგენელია

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა