logo

კრამერი: სანქციების სიაში პირველები ივანიშვილი, პრემიერი, შს მინისტრი უნდა იყვნენ
  • 3394ნახვები

ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურას, როგორც თავისუფლების კუნძულს ავტორიტარიზმის ზღვაში. ახლა არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ იხრება. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილოს ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლონ მელია, რომ ინდივიდუალურ სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებსაც ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. 

მკაფიო უნდა იყოს ის, რომ საუბარია სანქციებზე არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩემი აზრით, სიის სათავეში უნდა იყოს ივანიშვილი, პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და რეიდში მონაწილე სხვა პირებიც. 

ამაზე საუბარი ნამდვილად არ მსიამოვნებს, არ მომწონს, რომ საქართველოს და სანქციებს ერთ წინადადებაში მოვიხსენიებ, მაგრამ იმის გამო, რომ მხარს ვუჭერ საქართველოს, მაღელვებს ეს სიტუაციაც.

ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა გახარია, რომელმაც ამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. ღარიბაშვილმა კი სიამოვნებით ჩაატარა ოპერაცია და ოპოზიციური პარტიების დამცირებას განაგრძობს. ქართულ ოცნებას არ ეტყობა, რომ კომპრომისზე წავა, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე განაგრძნობს, ფასის გადახდაც მოუწევს.

თუ მიმართულება არ შეიცვლება, საფრთხე შეექმნება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს მხოლოდ იმ ხალხს გაუხარდება, ვინ კრემლში ან პუტინის სასახლეშია. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე საუბრობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა