ჩვენს ასაცრელად კი არა, თავი უნდა მოგვეკლა და ვაქცინა გვეშოვნა საიმისოდ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის გაგვეკეთებინა შეთავაზება. შეტანაზე მოლაპარაკებები უნდა გვეწარმოებინა საერთშორისო წითელ ჯვართან. სახელმწიფოობასა და სუვერენიტეტზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა ასე უნდა იქცეოდეს.
P.S. 2008 წლის ომის შემდეგაც კი შევინარჩუნეთ ის მდგომარეობა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი გავლით განხორციელებულიყო
ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ზურაბ ჭიაბერაშვილმა Facebook-ზე ვაქცინაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.