logo
ENG


წილოსანი პიკეტირებაზე: ოპოზიციას მუშაობა ეზარება
  • 1044ნახვები

გუშინდელი შეხვედრა და ბატონი შარლ მიშელის ძალისხმევის ძირითადი აქცენტი იყო, რომ პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია მოხდეს, რასაც სრულად ვეთანხმებით. თუმცა ვხედავთ, რომ არ გასულა რამდენიმე საათი და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც შეთანხმება იყო და რომლის მიზნითაც გაიმართა გუშინდელი შეხვედრა. ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ ხდება პიკეტირება და რიგი ვიწრო, ძალიან რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო წარმომადგენლებს მუშაობაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ძირითადი ჩვენი საქმის ხელისშემშლელი ფაქტორი და უკვე გარკვეულწილად, შევეგუეთ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ახსნაც არ შეიძლება ჰქონდეს თუ რა არის მიზანი იმისა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები არ იყოს განხილული და ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს ის, რომ ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა და იმისთვის, რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში, სხვადასხვა მიზეზებს იყენებენ

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა