logo
ENG


ღარიბაშვილი პიკეტირებაზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო, დესტრუქციული ქმედება
  • 744ნახვები

გუშინ კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით. მე, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი და მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები. შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში, ვნახეთ, თუ რაოდენ არათანმიმდევრული დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს, ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირებას. ეს არის აბსოლუტურად სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო, დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, დიალოგის ინტერესებს, რომელიც გუშინ დავიწყეთ, არც ქვეყნის ინტერესებს. ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა