logo
ENG


გეგეჭკორი: დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება
  • 1506ნახვები

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიშოვოთ ვაქცინა. პირდაპირ ვართ დამოკიდებული ამაზე. თუ ვერ მოხერხდა დროული ვაქცინაცია და მყარი იმუნიტეტის შექმნა, საზოგადოების დიდი ნაწილში პანდემია გაგრძელდება და უმართავი გახდება, იმიტომ რომ ახალი და ახალი შტამები გაჩნდება. ცხადია, ეს, პირველ რიგში, საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დააზარალებს ეკონომიკას. 

თქვა ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა ფორმულას ეთერში. საქართველოს, მთავრობის და იმუნოლოგების დაპირების მიუხედავად, ვაქცინა ამ დრომდე არ მიუღია. უცნობია, როდის დაიწყება მოსახლეობის აცრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა