მთავრობას ყოველთვის უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გამოხატული ანაკლიის პროექტის მიმართ. ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მეხრე მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სამსახური დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.