გომელაურთან მე პირადადა კითხვას ნამდვილად არ დავსვამ, რადგან იცით, ჩვენ კოორდინაციაში ვართ, ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ხოლმე, რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, ზოგადად, ვახტანგ გომელაური კარგი პოლიტიკოსია და ის არის პოლიტიკური საბჭოს წევრი.
რაც შეეხება მის ფუნქციას აღმასრულებლისა, ჩვენ ვხედავთ მის წარმატებულ მუშაობას და თითოეული პოლიციელის თავის დადებას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს უნდა მოუსმინონ.