logo
ENG


უგულავა: არ გამიკვირდება, ღარიბაშვილმა ბრიუსელში "სისხლიანი 9 წლის" გამოფენა მოაწყოს
გიგი უგულავა
05 მარ, 2021 21:49
უგულავა: არ გამიკვირდება, ღარიბაშვილმა ბრიუსელში "სისხლიანი 9 წლის" გამოფენა მოაწყოს
  • 1481ნახვები

ამათგან არაფერი არ გაგვიკვირდება. ისიც არ გამიკვირდება, ღარიბაშვილი ჩავიდეს და ასოცირების სხდომის პარალელურად მოლბერტები ჩაიტანონ და იქ "სისხლიანი 9 წლის" გამოფენა მოაწყონ. იმედია ჩემ იდეას არ გადაიღებენ და მართლა არ გააკეთებენ ამ სიგიჟეს.

სინამდვილეში ისიც რთულია, რომ ფსიქოანალიზი გაუკეთო ბატონ ვოლსკის და მის გამონათქვამებს. სოზარიც ჩემპიონია აბდა-უბდას ლაპარაკში. სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი ომბუდსმენი ყველაზე აგრესიული პატიმრების მიმართ არის. დავანებოთ თავი იმას პოლიტპატიმარია თუ არა. ესეც სიმპტომია, რომ ადამიანი ფარისეველი იყო მაშინაც და ფარისეველი/მატყუარაა ახლაც

განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ტვ პირველის ეთერში.  



ასევე ნახეთ
close დახურვა