logo
ENG


ბობოხიძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა, საქმე გვაქვს მაფიოზურ, რუსულ მმართველობით სისტემასთან
  • 1006ნახვები

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რაღაც მაფიოზურ, რუსულ მმართველობით სისტემასთან, სადაც თავისი მთელი სისასტიკით, სიბინძურით გამოჩნდა არაფორმალური მმართველობის სახე. არაფერი ახალი, რაიმე მნიშვნელოვანი ჩემი თვალსაზრისით არ ყოფილა, უბრალოდ, პირდაპირი დანაშაულებრივი ნიშნები დავინახეთ მმართველი ოჯახის მიერ და მმართველი ჯგუფის მხრიდან.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა კომენტარში TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა