ახალმა ფაქტებმა გაამყარა ის კონტექსტი, რაც ამ ჩანაწერებში მოვისმინეთ. იურიდიულად გეუბნებით, ახლა უკვე დაწყებული უნდა იყოს გამოძიება და ის ადამიანები, რომლებიც ეთერებით საუბრობენ ამის შესახებ, უნდა ისხდნენ პროკურატურაში, უნდა იყვნენ დაბარებულები მოწმის სახით და უნდა კითხვავდეს პროკურატურა მათ და ღებულობდეს კონკრეტულ ინფორმაციას. ეს ჩანაწერები რომც არ იყოს და ეს ადამიანები რაზეც საუბრობენ, იმაზეც კი უნდა დაწყებულიყო გამოძიება. ეს უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ ამის სანაცვლოდ ვხედავთ იმას, რომ ბატონი ღარიბაშვილი არც კი თვლის თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ გამოვიდეს და აუხსნას ჟურნალისტებს და საზოგადოებას - რა ნაწილია იქიდან 2010 წლის, რა ნაწილია გადაკერებული, თუ დამონტაჟებული, თუ მიწებებული, როგორც თვითონ ამბობენ და ინფორმაცია მიაწოდოს
განაცხადა ლელო საქართველოსთვის წევრმა კახა კოჟორიძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.