logo
ENG


მეუფე გრიგოლი: ვიღაც ბედნიერია, სხვას რომ დაჩაგრავს, ამით ხარობს, ეს არ არის ადამიანური
  • 1275ნახვები

დღეს მოვდიოდი ტაძარში და ვფიქრობდი, რაზე უნდა მესაუბრა თქვენთან. ჩვენ, საერონი და სასულიერონი, ადამიანები ვართ, ხორცში ვართ, გული გვაქვს, გონება, ემოცია. ჩვენზე ყველაფერი მოქმედებს: მზის ამოსვლა და ჩასვლა, მთვარის მიქცევა და მოქცევა, ქარიშხალი, წვიმა, დარი, ავდარი და ყველაფერი ის, რაც ჩვენ შიგნით ხდება, აისახება ჩვენ ირგვლივ და რაც ირგვლივ ხდება, აისახება ჩვენში და იწვევს ძალიან დიდი ტკივილსა და წუხილს. მიუხედავად ამისა, უნდა აჯობო შენს თავს, რომ ამსოფლურმა საცდურმა, დაუნდობლობამ, გაუტანლობამ, ღალატმა, არ მოგწყვიტოს და ხელი არ აგაღებინოს ყველაზე მნიშვნელოვან არჩევანზე, იყო თავისუფალი. და ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, ქრისტეშია

ყველას გვყავს შვილები, მშობლები, ყველას უნდა სიკეთე თავისი ოჯახისთვის, მაგრამ ადამიანებს ძალიან განსხვავებულად წარმოუდგენიათ სიკეთე. ვიღაცა სხვას რომ გულს გაუხარებს, რომ ასიამოვნებს, სიხარულს რომ მიანიჭებს, ამით არის ბედნიერი. ვიღაც ბედნიერია იმით, სხვას რომ დაჩაგრავს, სხვას რომ წაშლის, სხვას რომ გაანადგურებს და ამით ხარობს. ეს არ არის ადამიანური.

თუ ვართ ქრისტიანები, ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა ვიყოთ და არა დეკლარირებული მხოლოდ სიტყვით და არა მხოლოდ ჩვენი მონაწილეობით რიტუალურ ცხოვრებაში, არამედ ეს უნდა იყოს ჩვენს მოქმედებებში, ჩვენს გადაწყვეტილებებში, ურთიერთობებში. ღმერთმა მოგვანიჭოს გონიერება და სიბრძნე. 

თქვა ხობის და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა 7 მარტს ქადაგებისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა