ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით შექმნილია დელიკატური სიტუაცია. ერთია, ეს ვაქცინა მართლა კარგია თუ ცუდი და მეორე - როგორია მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. დაახლოებით ორი-სამი თვის წინ ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხი რეალურად იდგა, შემოსატანად გამზადებული იყო. სწორედ მოსახლეობის, ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების და ტელევიზიების ძალიან აქტიური მცდელობით, სახელმწიფომ ამ ვაქცინაზე უარი თქვა. ოფიციალურ მოტივაციად დასახელდა, რომ ჩინურ ვაქცინას არ ჰქონდა და არც ახლა აქვს საერთაშორისო აღიარება...
თუ ჩინური ვაქცინა მოიპოვებს საერთაშორისო აღიარებას, მას წარდგენილი აქვს საბუთები ამ სერტიფიკატების მოპოვებაზე, მაშინ არ შეიძლება ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი პოზიცია, რომ კატეგორიულად უარი ვთქვათ ჩინურ ვაქცინაზე. თუ მას ექნება საერთაშორისო აღიარება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ევრო-ამერიკულ ვაქცინებს, მაგრამ ელემენტარულად ასორტიმენტისთვის არ არის გამორიცხული და შეიძლება მიზანშეწონილიც არის ჩინური ვაქცინის რაღაც ნაწილის შემოტანა
განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი.