logo
ENG


ტალიაშვილი ბერას ინტერვიუზე: ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ ადამიანურობა
  • 1232ნახვები

და მაინც კვლავ გაგვახსენდა რეპრესიული, შფოთით სავსე წარსული. ის ვინც საკუთარ საუკეთესო მიღწევებსა და წარმატების ზენიტს რეჟიმის 9 წელიწადს უკავშირებს, ბუნებრივია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იმ წარსულის პრიზმიდან მსჯელობს, მოქმედებს და გეგმავს პოლიტიკურ სვლებს. ასეთ გარემოცვაში წარსულის შლეიფი გრძელი, მძიმე და შემაფერხებელია... ხალხს კი ევროპისკენ სვლა ჩქარი ნაბიჯებით სურს... ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით - ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი იმედის ეთერში გასულ ინტერვიუს ბერა ივანიშვილთან. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა