[მერობის კანდიდატის საკითხს] გადაწყვეტს პოლიტსაბჭო და გავიგებთ. მე პირადად, მოლოდინი მაქვს, მჯერა, რომ დედაქალაქს სწორედ კახი კალაძისნაირი კანდიდატი დაამშევენებდა. ის გამოწვევები, რაც ჰქონდა, ეს იყო ეკოლოგია, გამწვანება, გზების მოპირკეტება, თუ მშენებლობის ნაწილი, ამ ადამიანმა ყველაფერი მოახერხა თავის გუნდთან ერთად. თუ დადგება ეს საკითხი, ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება ჩემგან. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამაზე ჯერ მსჯელობა არ დაწყებულა.