logo
ENG


აშშ-ს ელჩი გაეროში: მოვუწოდებთ ეუთოს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა დაასრულოს ოკუპაცია
  • 489ნახვები

უკრაინაში განხორციელებული აგრესიის მიღმა, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, როდესაც მხარს უჭერს ან სისტემატიურად უგულებელყოფს აფხაზეთთან, ან ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტებს. 

რუსეთს ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის ის ვალდებულებები, რომ გაეყვანა მისი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებული პოზიციებიდან, ან ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის წვდომის შესაძლებლობა მიეცა.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა დაასრულოს ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად.

 

ამის შესახებ გაეროში აშშ-ს ელჩმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც ეუთოსთან თანამშრომლობას შეეხებოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა