logo
ENG


ჰარცელი: ვაქცინის შემოტანა უმნიშვნელოვანესია კოვიდთან ბრძოლაში და სინათლეა გვირაბის ბოლოს
კარლ ჰარცელი
13 მარ, 2021 19:04
ჰარცელი: ვაქცინის შემოტანა უმნიშვნელოვანესია კოვიდთან ბრძოლაში და სინათლეა გვირაბის ბოლოს
  • 961ნახვები

მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფები ძალზე ინტენსიური პოლიტიკური მედიაციის პროცესში კრისტიან დანიელსონთან ერთად, ვულოცავ საქართველოს, 43 000 ვაქცინის დოზის მიღებას COVAX-ის პლატფორმის საშუალებით. ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტნიორები COVAX-ის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან. მათ 2.2 მილიარდი ევრო გამოყვეს ვაქცინების სამართლიანად გავრცელების მიზნით. ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა ამ პლატფორმის საშუალებით. შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა.

ასევე ვამაყობ, რომ ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ტრენინგის, რჩევებისა და ლოგისტიკური მხარდაჭერით იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მიწოდება მათთვის, ვისაც ის ყველაზე უფრო სჭირდება.

პანდემიის დასაწყისიდანვე, ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან და ფინანსურად ეხმარებიან როგორც მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ ინიციატივებს და კერძო სექტორის ძალისხმევას. საქართველოსთვის გამოყოფილი მხარდაჭერის ეს პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია.

ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და სინათლეა გვირაბის ბოლოს. ევროკავშირი კვლავაც გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე.

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა