ეს არის ცნობილი რეაქციები [ანაფილაქსიური რეაქცია], რომლისგანაც არავინ არაა დაზღვეული. საქართველოში რამდენიმე ათეული რეაქცია ანაფელაქსიის, იგივე ლიდოკაინზე და ნოვოკაინზე, ზოგადად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, აღარ ვამბობ ანტიბიოტიკებზე. შესაბამისად ამ წამლების გამოყენებაზე მედიცინა უარს ვერ იტყვის. მაგრამ მთავარია პაციენტი იმართოს და შესაბამისი რეაქციის შემთხვევაში აღმოუჩინონ სწორი დახმარება. უნდა ვიცოდეთ მეთვალყურეობა და მართვა ასეთი პაციენტის
განაცხადა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, ახალციხეში 27 წლის ექთანთან დაკავშირებით, რომლის მდგომარეობა ვაქცინის გაკეთების შემდეგ დამძიმდა.