logo
ENG


სამნიძე: ოცნებამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელმაც შეთანხმება შეუძლებელი გახადა
  • 1226ნახვები

სამწუხაროდ, ამდენსაათიანი მუშაობის და ძალიან მძიმე, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს ადრე და რასაც ადასტურებდა ქართული ოცნების მხრიდან გაკეთებული აგრესიული განცხადებები ბოლო პერიოდში. გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება არ არის მზად, რომ აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა და ტვირთი ამ კრიზისიდან გამოსვლის, იყო ხელისუფლებაზე. მათი მხრიდან გამოჩნდა, რომ ამ რთულ პროცესში არ გამოიჩინეს ის პასუხისმგებლობა, რასაც მათგან ელოდა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები და მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელმაც შეუძლებელი გახადა შეთანხმება და ამ ქვეყნის მტკიცე ნაბიჯი ევროპისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო, არცერთ ეტაპზე არ იყვნენ მზად კომპრომისისთვის.

განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.



ასევე ნახეთ
close დახურვა