ცუდი ამბავია [მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება]. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უფრო მეტად უნდა ჩაერიონ საქართველოს საკითხში.
ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი ეტაპის უშედეგოდ დასრულებას.