logo
ENG


ბოლქვაძე: ადამიანები დაიღალნენ პოლიტიკური უთანხმოებებით, მე ვფიქრობ, ხელოვნება აერთიანებს
  • 587ნახვები

ახალი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და ამას აუცილებლად უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. დიდი მოლოდინებია, დიდი გამოწვევებია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ხელოვნება მაქსიმალურად ემსახუროს ხალხს, მივიდეთ ადამიანებთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად შეეხო, ვისაც სჭირდება სულიერო საზრდო, მე მგონი, ყველას გვჭირდება სულიერი საზრდო.

ადამიანები დაიღალნენ ამდენი რყევებით, პოლიტიკური უთანხმოებებით, მე ვფიქრობ, ხელოვნება აერთიანებს და ხელოვნებამ უნდა ქნას ის რაც ასე გვჭირდება ყველას, განსაკუთრებით ჩვენს მომავალ თაობას.

 

ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა