მე ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი გადაჭარბებულია, რადგან რაღაც პოსტებისა და ერთეული განცხადებების საფუძველზე რაღაც შორს მიმავალი პროგნოზების გაკეთება აბსოლუტურად უშინაარსო იქნება. რაც შეეხება თვითონ გიორგი გახარიას, ის არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ ის იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი. ამავდროულად არის ბევრი კითხვა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით
ეს განცხადება პალიტრანიუსის ეთერში ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გააკეთა.