logo
ENG


ტიკარაძე: მესამე ტალღა მოსალოდნელია... არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს
  • 542ნახვები

მესამე ტალღა მოსალოდნელია. ყველა ის ნიშნული, რომელიც დღესდღეობით მომატებულია, ჩვენ გვაძლევს ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც მოსახლეობისთვის ცნობილია, ამაში მე ვგულისხმობ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და პირად ჰიგიენას.

მე არ გამოვრიცხავ რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს, ვინაიდან შეზღუდვები, ესაა ეფექტიანი გზა. მე დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ ღრმად მწამს იმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ეყოფა გონიერება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ბიზნესს ეყოფა ბიზნეს პასუხისმგებლობა, რომ ისინი დაიცავენ ყველა იმ ღონისძიებას, რასაც შრომის ინსპექცია მიუთითებს.

 

 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერის კლინიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა