logo
ENG


შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა
ჯინ შაჰინი
23 მარ, 2021 22:36
შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა
  • 1050ნახვები

ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს პასუხისმგებელი ხალხის კეთილდღეობაზე, მაგრამ წარმატებულ დემოკრატიას, ასევე სჭირდება ფუნქციურობა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება.

ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა.

სწორედ ამიტომ მე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ კრიზისი ასე დიდხანს გაგრძელდა. დღეს მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და გააძლიერონ, შეინარჩუნონ საქართველოს დემოკრატია. 

ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში, საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დაწყებისას განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა