ბატონი დავითის წვლილი ჩვენს შედეგებში, მათ შორის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის უზარმაზარი. თვითონ განმარტა, რომ მისი თანაშემწის შეცდომაა. ის არის მძიმე მდგომარეობაში და თხოვა საზოგადოებას, რომ აღარ განევრცოთ აღნიშნული თემა, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება ხოლმე... მისი გამოცდილების გათვალისწინებით ეს შეცდომა არ უნდა მოსვლოდა
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა. მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ, რაც კომენტარებში აღნიშნეს, რომ სურათზე რუსი ჯარისკაცია, სუჯაშვილმა პოსტი წაშალა.