სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და უწყვეთად შემოვა, უპრეცენდენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტიციზმი.
ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, 60% იყო პირბადის ტარება და ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.