თუ ქვეყანას ექნება აუთვისებელი ვაქცინები, ლოგიკურია, რომ არავინ აღარ მოგვცემს დამატებით დოზებს. მსოფლიოს აუარება ქვეყნები დგანან ვაქცინის მიღების რიგში. მორალურადაც არ ვიქნებით სამართლიანები, შენახული გვქონდეს ვაქცინები და სადღაც ადამიანები იღუპებოდნენ. ყველაზე მეტად კოლეგების დამოკიდებულება მაშფოთებს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალი ასეთ პასიურობას გამოიჩენდა...როგორც კი ციფრები მოიმატებს და ჰოსპიტლებში ადამიანების რაოდენობა მოიმატებს, ადამიანების მოტივაცია ამის პარალელურად გაიზრდება. ჩვენ უნდა დავასწროთ ამას.
განაცხადა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი.